ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს - თქვენი პარტია ექვსი კაცით ზის კანტიკუნტად პარლამენტში, კანტი თქვენ ხართ და კუნტი გყავთ კიდევ ხუთი კაცი
სამარცხვინო კამპანია, რომელიც თქვენი მხრიდან წარიმართება ქალბატონი კანდიდატის მიმართ, არც კაცობაა, არც არაფერი არ შეიძლება ამას ეწოდოს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში რეალურად 20-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
„სათითაოდ გეტყვით, რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი, უბნის უფროსი გყავდათ და რამდენ ხელფასს იღებდა რამდენი თვის განმავლობაში თითოეული მათგანი. დეკლარირებული გაქვთ 300 ათასი 2017 წელს. ეს არის თქვენი მოგონილი. ფარული ჩანაწერებიც არის თქვენი სტილი”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძეს.
ამასთან, რომან გოცირიძემ სალომე ზურაბიშვილს გაკოტრებული კანდიდატი უწოდა. რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „გაკოტრებული პარტია ექვსი კაცით ზის კანტიკუნტად საქართველოს პარლამენტში. კანტი თქვენ ხართ და კუნტი გყავთ კიდევ ხუთი კაცი”.