ირაკლი კობახიძე - როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია „ოცნებიდან“ წასულების მიერ პარტიის შექმნაზე, ნაადრევია საუბარი, როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე
ირაკლი კობახიძე - როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია „ოცნებიდან“ წასულების მიერ პარტიის შექმნაზე, ნაადრევია საუბარი, როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე

როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი, შექმნის თუ არა პარტიას „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეუტატი.

„ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ შეფასება ზოგადად ამ თემაზე და ვთქვით, რომ ერთადერთი განსხვავება პოზიციებს შორის არის, რომ ისინი თვლიან, მეტი დოზით უნდა ითქვას სიმართლე საზოგადოების წინაშე, ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება იმ სტატუსიდან გამომდინარე გვაქვს, რაც გვაკისრია. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია საუბარი, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას.