ირაკლი კობახიძე - როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია დავალებული ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს
ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ესწრებოდნენ ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაერო-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ინაუგურაციას ესწრებოდნენ ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაერო-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება თვითონ ამ თემას, როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, მაგრამ მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია“, – განაცხადა პრემიერმა.