ირაკლი კობახიძე - როგორც კი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, პარტიაში არსებული დაპირისპირებები მაშინვე მოგვარდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზი პარტიის შიგნით დაპირისპირება იყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა.
“სამივე მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულად მესამე მიზანს, რომელიც დაკავშირებული იყო გაუგებრობასთან, პარტიის შიგნით დაპირისპირებასთან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ იყო იმ მნიშვნელობის დაპირისპირება, რომლის გამოც იყო აუცილებელი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. თქვენ დაინახეთ, რომ როგორც კი დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო პარტიის შიგნით გარკვეულ დაპირისპირებასთან. ამ მასშტაბის ნდობა და წონა ჩვენს პარტიაში არ აქვს არავის, გარდა ბიძინა ივანიშვილისა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.