ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, უმჯობესია მყისიერი რეაგირება, ამას ემსახურება სარჩელი, არავითარი დასჯა არ მოხდება
ირაკლი კობახიძე - როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, უმჯობესია მყისიერი რეაგირება, ამას ემსახურება სარჩელი, არავითარი დასჯა არ მოხდება

​სამწუხაროდ, გაჩნდა კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია. აქ არ არის საუბარი რაღაც მარტივ მოვლენაზე. ეს ეხება, ელჩების დანიშვნის საკითხებს, ვიზიტებს, პარლამენტში სტუმრების შემოყვანას და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, ამაზე უმჯობესია, მოხდეს მყისიერი რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულს ემსახურება ის სარჩელი, რომელიც წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს.

„რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ანგარიშსწორება შეიძლება დაარქვა ისეთ რამეს, რაც ემსახურება ვინმეს დასჯას, სანქციის დაწესებას და ა.შ. ამ შემთხვევაში, არავითარი დასჯა ან ვინმესთვის სანქციის შეფარდება არ მოხდება. ასეთი რეპრესიული ზომა არავის მიმართ არ იქნება გამოყენებული. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ესაა მხოლოდ სპეკულაცია, რასაც მიმართავენ ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, ისე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა კობახიძემ.