ირაკლი კობახიძე - როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია, არაფორმალური მმართველები არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რაიმე პარტიულ სიძლიერეზე საუბარი ზედმეტია
ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას, ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა, მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივიც არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება.
„როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია, იქ ლაპარაკი ზედმეტია რაიმე პარტიულ სიძლიერეზე. როდესაც მათი არაფორმალური მმართველი არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი, იგივე ეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება, თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული“, – განაცხადა კობახიძემ.