ირაკლი კობახიძე - როდესაც კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, ბუნებრივია, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ დონორებს
ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა, მას შემდეგ, რაც ექსკლუზიურად კონკრეტულ მედია საშუალებას შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილის გამოქვეყნება და მათგან მიიღო დაუსაბუთებელი უარი, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დონორ ორგანიზაციებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, ეს ინფორმაცია, უნდა ჰქონდეთ დონორ ორგანიზაციებს.
„ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით – აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია ბუნებრივია, უნდა ჰქონდეთ დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.