ირაკლი კობახიძე - როდესაც გირგვლიანის ადვოკატს უჭირს იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია
ირაკლი კობახიძე - როდესაც გირგვლიანის ადვოკატს უჭირს იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია

როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე, როგორც ჩანს, ადვილად მიდის ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„როდესაც გირგვლიანის ადვოკატს უჭირს ამ შეფასების გაკეთება და იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის ნათქვამი. როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე, როგორც ჩანს, ადვილად მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ არ უნდა გადაკვეთო მორალური ზღვარი. სამწუხაროდ, ეს გააკეთა შალვა შავგულიძემ და დანარჩენი არის ამის გაგრძელება. ეს განცხადებაც არის ამ მორალური ზღვრის გადაკვეთის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა შავგულიძემ დღეს იურიდიულ კომიტეტზე უპასუხოდ დატოვა კითხვა, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები.