ირაკლი კობახიძე - როცა დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, ეს იქნება მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები ევროკავშირთან, აშშ-თან და აღარავის ემახსოვრება უსამართლო რეზოლუციები
ჩვენთვის არის მთავარი ერთი რამ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი – და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს – გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე იქნება შემხვედრი ნაბიჯები როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-ისგან.
„აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და მე მგონია, რომ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-ისგან“, – განაცხადა პრემიერმა.