ირაკლი კობახიძე - როცა დასრულდება პირველი ფრონტი, დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას
როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სრულიად სხვა მოცემულობა იქნება საქართველოს მიმართ.
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა კობახიძემ.