ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე რითაც არის დაკავებული, ამას „საარჩევნო კოდექსის“ ენაზე საარჩევნო წესების დარღვევა და შავი ფულის გამოყენება ჰქვია
ირაკლი კობახიძე რითიც არის დაკავებული, ამას „საარჩევნო კოდექსის“ ენაზე საარჩევნო წესების დარღვევა და შავი ფულის გამოყენება ჰქვია, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის , ირაკლი კობახიძის პარტიებისადმი მოწოდებას, რომ წინასაარჩევნო კამპანია პასუხისმგებლობით აწარმოონ.
ბესელიას თქმით, თანხა, რასაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი იყენებს, სრულად არ არის დეკლარირებული.
,,ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის სტანდარტი დღემდე არ ვიცი, რომ ამ მოწოდებას სრული სერიოზულობით ვუპასუხო. თვითონ რითაც არის დაკავებული, ამას „საარჩევნო კოდექსის“ ენაზე საარჩევნო წესების დარღვევა ჰქვია და მათ შორის, შავი ფულის გამოყენებაც, რითაც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია დაკავებული. ის თანხა, რასაც საარჩევნო შტაბი იყენებს, სრულად არ არის დეკლარირებული. კობახიძე, რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელია, მათ შორის მისი ხელმოწერებითაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.