ირაკლი კობახიძე - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას
ირაკლი კობახიძე - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიც განიხილეს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.