ირაკლი კობახიძე - რეგლამენტის შესაბამისად, ვახტანგ გომელაური წარდგება პარლამენტის წინაშე, კითხვები დაისმევა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია
რეგლამენტის შესაბამისად, ვახტანგ გომელაური წარდგება პარლამენტის წინაშე. კითხვები დაისმევა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სტიქიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება კითხვებს ხელისუფლებასთან მიმართებით, მგონია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს სრული უფლება, რომ ინტერპელაციის წესით მიმართოს ნებისმიერ მინისტრს. ამ შემთხვევაში მათ მიმართეს ვახტანგ გომელაურს და ბუნებრივია, როგორც ეს ხდება ხოლმე პრაქტიკაშიც, რეგლამენტის შესაბამისად, ვახტანგ გომელაური წარდგება პარლამენტის წინაშე. ბუნებრივია, კითხვები დაისმევა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან, რათა პირველ რიგში, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სტიქიას, სამაშველო ოპერაციას, სტიქიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.