ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია უხეშად არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, ჩვენ კი ორივე ნაწილს ზედმიწევნით ვასრულებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილს ასრულებს, ხოლო ოპოზიცია შეთანხმების ორივე ნაწილს უხეშად არღვევს.
„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, მათ შორის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების ნაწილში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უხეშად არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ საკინსტიტუციო ცვლილებებს, რაც შეთანხმების პირველი ნაწილია და მეორე შემთხვევაში, ისინი მოუწოდებებ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს, ვინმე გამოუშვას ციხიდან ან დატოვოს ციხეში, მოუწოდებენ მმართველ ძალას, გამოუშვას ციხიდან გიორგი რურუა.
ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების კლასიკური მაგალითი. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია უხეშად არღვევს შეთანხმების ორივე პუნქტს. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისა და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.