ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და არა მარტო არ გმობენ, ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და არა მარტო არ გმობენ, ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას

ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტები არ აქვს.

„ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი, ოპოზიციისგან განსხვავებით. თქვენ მუდმივად ხედავთ, იმავე ძალადობასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“, ტელევიზიებით მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას, არა მარტო არ გმობენ, მაგალითად, თუნდაც კოლეგებზე, ჟურნალისტებზე ძალადობას, დეპუტატზე ძალადობას და ა.შ. არამედ, პირიქით, იწონებენ კიდეც ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ, მათგან განსხვავებით, გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.