ირაკლი კობახიძე - რაც მეტი უცხოელი აგენტი მოიყრის თავს ერთ საარჩევნო სუბიექტში, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
ირაკლი კობახიძე - რაც მეტი უცხოელი აგენტი მოიყრის თავს ერთ საარჩევნო სუბიექტში, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

სინამდვილეში, არის ხუთი, ექვსი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რეალურად, ყველა ეს პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში ისინი არიან ერთი პოლიტიკური ძალა და მათ ერთი საერთო აქვთ, რაც მთავარია, ისინი არიან უცხოელი აგენტები.

„ჩვენ ისედაც ვამბობთ, რაც არის სიმართლე, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. სინამდვილეში, არის ხუთი, ექვსი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რეალურად ყველა ეს პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. სინამდვილეში, ისინი არიან ერთი პოლიტიკური ძალა და მათ ერთი საერთო აქვთ, რაც მთავარია, ისინი არიან უცხოელი აგენტები. შესაბამისად, რაც მეტი უცხოელი აგენტი მოიყრის თავს ერთ საარჩევნო სუბიექტში, მით უკეთესი. მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთ შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმალურ გაერთიანებასაც, ბუნებრივია, მივესალმებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფულის სანაცვლოდ პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც უკავშირდება კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას.

„ასეთი კაცის სადმე გაერთიანებას რა ფასი ექნება, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.