ირაკლი კობახიძე - რა დაშავდება, სააკაშვილს ცივი მჭადის მაგივრად თბილი პური რომ მიუტანონ, ის დაშავდება, რომ გასუქდება
რა დაშავდება, სააკაშვილს ცივი მჭადის მაგივრად თბილი პური რომ მიუტანონ, ის დაშავდება, რომ გასუქდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა თვითდაზიანების მცდელობებს თავი უნდა დაანებონ.
„მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საკვები, უნდა მიუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები. რა დაშავდება, ცივი მჭადის მაგივრად თბილი პური რომ მიუტანონ, ის დაშავდება, რომ გასუქდება. გასაგებია, რომ თვითონ სააკაშვილი ეუბნება, მიუტანონ არასათანადო კალორაჟის საკვები, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. დედა, ძმა, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისთვის, რომ ის არ გასუქდეს. კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ. კეთილი ინებონ და თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ისე მისი ოჯახის წევრებმა. პრობლემას ქმნის, რომ ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. აქედან გამომდინარე იკლებს ან არ იმატებს წონაში. ამ სამარცხვინო ქმედების წახალისება ხდება გარედან. წონაში კლებიდან გამომდინარე, ვიღაცები ითხოვენ მის გათავისუფლებას, ეს არის სამარცხვინო მოვლენა, რომელსაც ვერ ვუპასუხებთ ვერც მისი გათავისუფლებით, ვერც მისი გადაყვანით. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ.