ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს
საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე თუ ვინმე ოცნებობს, რასთან დაკავშირებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს.
„ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.