ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი, რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიც ლოგიკურია
ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომლებიც დღეს იქნა მიღებული და მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები, იცით, რომ არის, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომლებსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ბიძინა ივანიშვილია, შესაბამისად, რისკები, პირველ რიგში, მასთან არის დაკავშირებული.
„ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და, აქედან გამომდინარე, რისკებიც, პირველ რიგში, არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის ფორმა უსაფრთხოების ზომების, რომლებიც იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში, ეს ერთი, და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი. მარტო წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და, შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.