საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს დაესწრო, რომელსაც ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობს.
„ქუთაისის თასის“ ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის „ტონუსი“ და კვიპროსის „ლარნაკა“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი თბილისის წყალბურთელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა.
ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზში 20 ოქტომბერს გაიმართება.
საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.