ირაკლი კობახიძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს - თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ
ირაკლი კობახიძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს - თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დაიცავენ და გაუფრთხილდებიან.

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს. ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.