ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მერობის 64-ვე კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, გაიმარჯვებს პირველ ტურში, ან მეორე ტურში ძალიან მარტივად
ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ვაკომპლექტებთ უმრავლესობას საკრებულოებში და ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ლიდერობენ ჩვენი კანდიდატები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებზე იმის შესახებ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდა.
„რა თქმა უნდა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება დაგვჭირდეს და დაგვჭირდება ალბათ, აუცილებლად მეორე ტურები, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ უმრავლესობას დავაკომპლექტებთ საკრებულოებში და ასევე ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი 64-ვე უკლებლივ გაიმარჯვებს არჩევნებში, გაიმარჯვებს პირველ ტურში, ან მეორე ტურში ძალიან მარტივად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.