ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ ვერავის გაასამართლებს, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გასამართლება შეიძლება იმ წესით, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ ვერავის გაასამართლებს, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გასამართლება შეიძლება იმ წესით, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით

გასამართლებაზე როცაა საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ასეთი, ვერავის გაასამართლებს. გასამართლება შეიძლება იმ წესით, რომელიც დადგენილია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიის გასამართლების შემთხვევაში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წესის დაცვით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გასამართლებაზე. პოლიტიკურ პარტიაზე როცაა საუბარი, აქ იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო და მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამ შემთხვევაში ჩვენი როლი იქნება ის, რომ შესაბამის ფაქტებს შევაჯამებთ და წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, აქ პრეროგატივა აქვს, ძირითადად, პროკურატურას, სასამართლოს და ამაზეა საუბარი, ანუ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით პარტიების გასამართლებასა თუ კონკრეტული პოლიტიკოსების გასამართლებაზე. საუბარია სამართლებრივ მტკიცებულებებსა და მტკიცებულებებით იმის დადასტურებაზე, რომ ამა თუ იმ პარტიას ან ამა თუ იმ პოლიტიკოსს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.