„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში დაასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში.
„როგორც მაჟორიტარებზე, ასევე პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაწყებულია, მუშაობა.
ამ ყველაფრის შედეგები ცნობილი გახდება, მაჟორიტარების ნაწილში ალბათ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციული სიის პრეზენტაციას კი, სავარაუდოდ, სექტემბერში მოვახდენთ“, – განაცხადა კობახიძემ.