ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ არის ძლიერი, შეკრული გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს
ეს არის ძლიერი, შეკრული, მიზანდასახული გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს, – ასე ახასიათებს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გუნდს „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გუნდში თავის როლზეც ისაუბრა.
„ჩემი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტიანად, რათა ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ ყველა მიმართულებით – როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი ლიდერებით და ასევე წარმოჩენილია გუნდი, რომელსაც აქვს ძლიერი ხედვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე მაქსიმალურად მივიტანოთ და თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებასთან მაქსიმალურად იყოს შეჯერებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამისთვის კარგი კომუნიკაცია და კოორდინაცია არის საჭირო, რისთვისაც კარგი წინაპირობა არსებობს, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუნდის დაშლის წინაპირობა არ არსებობს.