ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს
„ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განუცხადა.
„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეების ტენდენცია ასეთია.
„ვფიქრობთ, ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც ადასტურებს, რომ ტენდენცია ძალიან პოზიტიურია.
„ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56 პროცენტს და ვფიქრობთ, ეს არის რეალისტური მიზანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.