ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ უცხოელმა პარტნიორებმა სთხოვეს, პარლამენტს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება დეკემბერში არ შეეწყვიტა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოელმა პარტნიორებმა სთხოვეს, პარლამენტს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება დეკემბერში არ შეეწყვიტა.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, პარტნიორებს შორის იყვნენ დიპლომატებიც.
„ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა, თუმცა თებერვალში ეს თარიღი აუცილებლად მოვა. თებერვალში კენჭი აუცილებლად ეყრება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. კენჭისყრა შეგვიძლია, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს და მათი თხოვნა გავითვალისწინეთ, მათ შორის დიპლომატებიც იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 60 ოპოზიციონერი გახდა. მათმა ნაწილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა.