ირაკლი კობახიძე - ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს
ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს.
„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.
ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლამდე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.