ირაკლი კობახიძე - პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი, ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას
პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი და ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და 26 ოქტომბერს ყველაფერი გამოჩნდება.
„ჩვენ ოპოზიციისგან პრინციპში სხვა მიდგომას არც ველოდით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად, მკაფიოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი და ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, რაც არ არის სწორი. საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის, 26 ოქტომბრის საპარლამენტოს არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.