ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლე არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს
პრეზიდენტის სასახლე არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე არაერთხელ მაქვს პოზიცია გამოხატული. მათ შორის ექსპერტული პოზიცია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლე არის მნიშვნელოვანი სიმბოლო, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.