ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასულიერო პირების შეფასება კომენტარს ვერ გააკეთებთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახელმძღვანელო.
„ჩვენ ბუნებრივია კომენტარებს ვერ გავაკეთებთ სასულიერო პირების შეფასებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მამა გიორგი მამალაძეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება კითხვას, სტრასბურგი სასამართლოს შემდეგ, შეიძლება თუ არა მთლიანად შეიცვალოს საქმე და სხვა პირების პასუხიმგებლობა დადგეს, ირაკლი კობახიძე აცხადებს: „არ მინდა, სიღრმისეულად საუბარი, მე ნანახი მაქვს ის ვიდეო კადრები, რომელიც თავის დროზე გავრცელდა, როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.