ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის დასწრება სხდომაზე იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის დასწრება სხდომაზე იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ

ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სასამართლოში მობრძანებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის დასწრება სხდომაზე იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ.

„მე არ მინდა, მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტის პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.