ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრთან გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია, რათა ერთად გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც დიალოგს უკავშირდება
გვაქვს სრული მჭიდრო კოორდინაცია პრემიერ-მინისტრთან, რათა ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც დიალოგს უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ დისტანციურ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და მას აქვს შეხვედრები შარლ მიშელთან. ჩვენ აქ გვაქვს შეხვედრები შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სრული მჭიდრო კოორდინაცია პრემიერ-მინისტრთან, რათა ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც დიალოგს უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ხვალ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ მაგიდასთან დასხდნენ და მოლაპარაკებები ამ ფორმატში გაიმართოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესზეა დამოკიდებული.
„ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია დიალოგის პროცესზე. თუ გვექნება საკმარისი პროგრესი, ამ შემთხვევაში ერთობლივი შეხვედრა შეიძლება, დაიგეგმოს და გაიმართოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.