ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როდესაც საკითხი პარლამენტში შემოვა
ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როდესაც საკითხი პარლამენტში შემოვა

პოლიტსაბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როდესაც საკითხი პარლამენტში შემოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა არსებობს.

„მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა არ არის პოლიტსაბჭოს პრეროგატივა. როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობით არის დადგენილი შესაბამისი პროცედურები, ერთთვიანი პროცედურაა დადგენილი. იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების საფუძველზე შეარჩევს კანდიდატურებს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს უკვე საპროკურორო საბჭო. მხოლოდ ამის შემდეგ ამტკიცებს მთავრობა კანდიდატურას და ეს დამტკიცებული კანდიდატურა შემოდის საქართველოს პარლამენტში. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვა კანდიდატურა, ჩვენ შეგვეძლება პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ამ კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე. მანამდე, პოლიტსაბჭოს პრეროგატივა ეს არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.