ირაკლი კობახიძე - პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა
დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები.
„ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი, ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.