ირაკლი კობახიძე - პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე რა სიტყვებით, ლექსიკით საუბრობდა პარლამენტში, ეს მიუღებელია 
ირაკლი კობახიძე - პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე რა სიტყვებით, ლექსიკით საუბრობდა პარლამენტში, ეს მიუღებელია 

პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე რა სიტყვებით, ლექსიკით საუბრობდა პარლამენტში, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა გიორგი ვაშაძეს განუმარტა, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით შეკითხვის ადრესატი არსებითად არის პარლამენტი და არა მთავრობა.

„შეკითხვა, რომელიც იყო დასმული, ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. პრემიერმა შეკითხვის ავტორს, გიორგი ვაშაძეს განუმარტა, რომ არსებითად ამ შეკითხვის ადრესატი არის პარლამენტი და არა მთავრობა. ელემენტარული რაღაც ასწავლა მას. რაც შეეხება უშულოდ ზიზღის ენას, ეს იყო გამოყენებული თავად გიორგი ვაშაძის მხრიდან. ნახეთ, რა სიტყვებით, რა ლექსიკით საუბრობდა ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე გამოდის ასეთი ლექსიკით, ასეთი ტერმინოლოგიით საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.