ირაკლი კობახიძე - პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება აღჭურვილი იყო სათანადო ღირებულებებით და მაღალი სამართლებრივი კულტურით
პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება აღჭურვილი იყო სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 21 თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოსთვის.
„მაშინდელმა, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა. მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და, შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი, რათა უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი განვითარებულიყო სწრაფი ტემპით და ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი დაფუძნებოდა ძალიან მყარ ღირებულებებს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება აღჭურვილი იყო სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.