ირაკლი კობახიძე - პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი, ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ჩააბარეს 20 პროცენტი რუსეთს
ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ქვეყანას ტერიტორია არ დაუკარგავს.
„ათი წლია ხელისუფლებაში ვართ და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ჩააბარეს 20 პროცენტი რუსეთს. ჩვენი ხელისუფების პერიოდში ყველაფერს ყურადღებით ვეცნობით, ვაკვირდებით და გაქვს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.