„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.
მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.