ირაკლი კობახიძე - პარტიული ტელევიზიები აპირებენ 2011 წლამდე ჩანაწერების გავრცელებას, ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის ვანო მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი, რომელიც შეგზავნილი იყო „ქართუში“
ირაკლი კობახიძე - პარტიული ტელევიზიები აპირებენ 2011 წლამდე ჩანაწერების გავრცელებას, ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის ვანო მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი, რომელიც შეგზავნილი იყო „ქართუში“

პარტიულმა ტელევიზიებმა გახსნეს სეზონი, მათ შორის „ტვ პირველმა“ და ეს სეზონი გახსნეს პოლიტიკიდან გასულ ყოფილ თავმჯდომარეზე შეტევით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს არის განზრახვა, რომ ყოფილ თავმჯდომარეზე შეტევით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია მოახდინონ.

„როგორც ჩანს აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი „ქართუში“ და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი. ამაში რომ იყოს რამე მაკომპრომეტირებელი, 2011-2012 წლებში პირველ რიგში გამოიყენებდნენ, ათი წელი ამას არ შეინახავდნენ. აქედან ჩანს, რომ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, განახორციელონ დისკრედიტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.