ირაკლი კობახიძე - პარტიიდან გარიცხვის ფორმა დადგენილია პარტიის წესდებით
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიიდან გარიცხვის ფორმა დადგენილია პარტიის წესდებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტიიდან გარიცხვის რეგულაციები წესდებაში მოქმედებს 2012 წლიდან.
„ამ წესდებით იხელმძღვანელა, სამდივნომ და ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამის კრიტიკას, ბუნებრივია, არავითარი საფუძველი არ აქვს. სამდივნომ იმოქმედა პარტიის წესდების შესაბამისად“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას.