ირაკლი კობახიძე - პარტია იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევის გზაზე, სპეკულაციებზე სერიოზულ პასუხებს ვერ გავცემთ
ირაკლი კობახიძე - პარტია იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევის გზაზე, სპეკულაციებზე სერიოზულ პასუხებს ვერ გავცემთ

დღეს პრემიერს ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმ პრობლემის დაძლევის კუთხით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, პრემიერს ესაჭიროება ბოლომდე გამაგრება, ეს არის პარტიის და ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა წამყვანის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „შესაძლოა, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს“.

კობახიძემ ამ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა.

„ეს იყო კონკრეტული პარტიის კუთვნილ ტელევიზიებში და შემდეგ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია. დღეს პრემიერს ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმ პრობლემის დაძლევის კუთხით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, პრემიერს ესაჭიროება ბოლომდე გამაგრება და ეს არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. პარტია იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის იმ პრობლემების დაძლევის გზაზე, რიომელიც დგას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სპეკულაციებზე, ბუნებრივია, სერიოზულ პასუხებს ვერ გავცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.