ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ჩემი მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც
თებერვალში წარდგენილ ანგარიშში საუბარი მქონდა სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, ანგარიში არსებითად გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც 28 ივნისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც.
„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზე. უფრო დეტალურად სამომავლო გეგმებზე საუბარი გვექნება საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.