ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მზად არის, განიხილოს ყველა ღონისძიება, რომელიც ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება
ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„დღეს არის მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მინდა ეს დღე მივულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში და ამ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კეთდება ბევრი რამ. პარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში”, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.