ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და ახლა ვადებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყება.
„მთავრობის მხრიდან არის ინიცირებულ მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობა გამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას – ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.