ირაკლი კობახიძე - პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი ახალი აპრილის შეთანხმება არ იქნება, თუ არ შემოვლენ, მით უკეთესი, რა უნდათ პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს?
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი ახალი აპრილის შეთანხმება არ იქნება, თუ არ შემოვლენ, მით უკეთესი, რა უნდათ პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს?

პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი ახალი აპრილის შეთანხმება არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ტიპის მოლაპარაკებებში არცერთ შემთხვევაში არ შევა.

„ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არცერთ შემთხვევაში, აღარასდროს გავაფორმებთ ისეთ შეთანხმებას, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ შევალთ ამ ტიპის მოლაპარაკებებში. მთავარია, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური. გახსოვთ, მაშინაც 2021 წლის ე.წ. კრიზისი იყო ხელოვნური. არ არსებობდა კრიზისი ქვეყანაში. ასე ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია ოპოზიციას, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, არ შევიდეს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ეს კრიზისს არ ნიშნავს. პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, ის იქნება ლეგიტიმურად არჩეული, არ იქნება არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი ახალი აპრილის შეთანხმება. პარლამენტში თუ არ შემოვლენ, მით უკეთესი. რა უნდათ პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას? ისინი ხომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან. რა უნდა პარლამენტში სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს? რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.