ირაკლი კობახიძე - ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა
ირაკლი კობახიძე - ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა

ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა და დამთავრებული ამბავია, ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ფარცხალაძის მიმართ მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

რაც შეეხება „ფეესბეს“ აგენტობას, მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი და მართლა მაინტერესებს, მტკიცებულება არის თუ არა მას შემდეგ წარმოდგენილი, რაც ბრალდებები გახმოვანდა. საზოგადოებას მტკიცებულებები ჯერ არ გვინახავს. შეიძლება, მტკიცებულებები არსებობდეს, მაგრამ ეს მტკიცებულებები ცნობილი საზოგადოებისთვის უნდა იყოს. ერთი თვეა გასული და საზოგადოებისთვის მტკიცებულებები ამ ბრალდებაზე არავის წარუდგენია. საზოგადოების მიმართ ღიაობაა ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისაც“, – განაცხადა კობახიძემ.