ირაკლი კობახიძე - ოქტომბერში ჩვენი სრული ოთხწლიანი გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის წარმოდგენილი იქნება თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე სამომავლო გეგმები
პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.
„ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები“, – განაცხადა პრემიერმა.