ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შიდა შეხვედრებზეც ვეღარ ბედავენ არჩევნების გაყალბებაზე საუბარს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შიდა შეხვედრებზეც ვეღარ ბედავენ არჩევნების გაყალბებაზე საუბარს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას, პარლამენტში არ შევიდეს.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო საერთაშორისო პარტნიორების დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო.

„ისინი შიდა შეხვედრებზეც კი ვეღარ ბედავენ უკვე არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, რადგან არავითარი საბუთები არ წარმოუდგენიათ და უკვე გამზადებულია დასკვნები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი“, – აღნიშნა კობახიძემ „იმედის კვირასთან“.