ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ბოიკოტმა ვერაფერი დააკლო პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, შეუძლიათ, გააგრძელონ ასეთ რეჟიმში მუშაობა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ბოიკოტმა ვერაფერი დააკლო პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, შეუძლიათ, გააგრძელონ ასეთ რეჟიმში მუშაობა

ოპოზიციის ბოიკოტმა ვერაფერი დააკლო პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, შეუძლიათ, გააგრძელონ ასეთ რეჟიმში მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესისაზე საპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ეს მათი არჩევანია, ბუნებრივია. ამ რეჟიმში იყვნენ ისინი წინა თვეებში, დაახლოებით წელიწადის განმავლობაში. ამან ვერაფერი ვერ დააკლო თუნდაც პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. შეუძლიათ, გააგრძელონ ასეთ რეჟიმში მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო.